ვენური და ლიმფური საზოგადოების პირველი წლიური შეხვედრა
კონფერენციის შესახებ
პატივცემულო კოლეგა,
როგორც მოგეხსენებათ, ჩამოყალიბდა „საქართველოს ვენური და ლიმფური საზოგადოება“ (GVLS), რომლის მიზანია საქართველოში ვენური და ლიმფური პათოლოგიების მართვის, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში პროფესიული სტანდარტების განვითარება და მულტიდისციპლინური და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება.
აღნიშნული მიზნების განხორციელების ფარგლებში, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ვენური და ლიმფური საზოგადოების პირველ ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2026 წლის 30 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ს საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიება იქნება გაცნობითი ხასიათის. გაიმართება საზოგადოების ოფიციალური პრეზენტაცია, წარმოდგენილი იქნება მისი ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო განვითარების ხედვა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი და განხილული იქნება ვენური და ლიმფური პათოლოგიების აქტუალური საკითხები მომიჯნავე სპეციალობების ექიმებს შორის მულტიდისციპლინარული თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს პროფესიული ცოდნისა და ურთიერთკავშირების გაღრმავებას.
პატივისცემით,
ვენური და ლიმფური საზოგადოების ორგანიზაციული კომიტეტი:
მამუკა ბოკუჩავა
ზაზა ლაზარაშვილი
თამარ აბზიანიძე
თეა მუხურაძე
ფოტო გალერეა
რეგისტრაცია
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის პირველ რიგში გაიარეთ ასოციაციის წევრობა ან შედით სისტემაში.